ბოლივია ყველაზე დაუფასებელი ტურისტული დანიშნულებაა. ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და მოგზაურები მუდმივად ახალი ლოკაციების ძიებაში არიან. თუმცა ჯერ კიდევ არის ადგილები დიდი პოტენციალით, რომლებიც ვიზიტორთა ნაკლებობას განიცდიან. ბოლივია ტროპიკულ ტყეებსა და ანდებს შორის მდებარეობს და ტურისტებს ულამაზეს ლანდშაფტებს სთავაზობს.

მეორე ადგილს ბრაზილიური სან-პაულო, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იკავებს. დასახლებაში 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 400 თეატრი, 150 მუზეუმი და 12 ათასამდე რესტორანია განთავსებული.

დაუფასებელ ადგილთა მესამე პოზიცია ჩინურ ჩჟანცზიაცზეს ერგო. ჰუნანის პროვინციაში მდებარე ქალაქი ულამაზესი ნაციონალური პარკითაა ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ის პარკია, სადაც „ავატარი“ გადაიღეს.