LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გემრიელი ფესტივალი და წინასაახალწლო განწყობა [ვიდეო]

nnnnnn

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლა. ეს არის ამ მასშტაბის პირველი ფეტსივალი, რომელმაც 20-მდე კომპანია გააერთიანა. შოკოლადის არაჩვეულებრივ არომატს თან ერთვის წინასაახალწლო განწყობაც.

შოკოლადი საახალწლო სამზადისის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ფესტივალს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ვეწვიეთ.

შოკოლადის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ასევე, ხელნაკეთი ნივთები. ადგილზე ცხელი შოკოლადი და ასევე შოკოლადის შადრევანი გამზადდა.

როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ახალი წელი იწყება აქ, შოკოლადის ფესტივალზე და ისინი მოავალი წლიდან ბევრ სიახლეს გვპირდებია.

ფესტივალზე მისული სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული სანტა და ელფებიც ზრუნავდნენ.

წინასაახალწლო განწყობა უკვე შექმნილია, ბოტანიკური ბაღი კი მომავალ წელს ფესტიავლების მასშტაბების გაზრდას, მეტ ხალისაა და სასიამოვნო აურზაურს გვპირდება.

ავტორები: ნუცა სალუქვაძე, ლერი ზაქაიძე

პოპულალურები