ვარსკვლავებში ფრენისა და ცასთან სიახლოვის შესაგრძნობად ამაყად შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროპაში შორს წასვლა არ დაგვჭირდება, რადგან ასეთი ადგილი სწორედ საქართველოში კერძოდ, კი თუშეთში სოფელი ბოჭორნაა, ხოლო მსოფლიოს ლიდერი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი პერუში მდებარე ლა-რინკონადაა.  „ბონ ვოიაჟი“ ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის მოსანახულებლად გეპატიჟებათ.

ფერდობებზე შეფენილი სოფლები, თვალწარმტაცი ბუნება, ექსტრემალური ვიწრო  ბილიკები,ლეგენდები და დარაჯად აღმართული კოშკები თუშეთს  ვიზიტორების ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად აქცევს. ამ ყველაფერს ემატება სოფელი ბოჭორნა, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიქცია მას შემდეგ რაც ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი მოიპოვა. ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე სოფელი საუცხოო სანახავია.ყველაზე მაღალი სახლი კი 2 360 მეტრზე მდებარეობს. თუკი აქამდე თუშეთი არ გინახავთ აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში აუცილებლად ჩაინიშნეთ.

აქვე გაგაცნობთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან მოსანახულებელ ლოკაციებს,რომელიც ვიზიტისას უნდა დაგეგმოთ,ესენია:

  • ბოჭორნა
  • ომალო
  • დიკლო
  • შენაქო
  • ფარსმა

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე მაღალ დასახლებას ეს პერუში მდებარე ლა-რინკონადაა, ქალაქ პუნოდან 6 საათის სავალზე ავტომობილით. ის ზღვის დონიდან 5,100 მეტრზეა გაშლილი. დასახლების ძირითადი შემოსავლის წყარო ოქროს მაღაროებში მუშაობაა,თუმცა ისტორიის მიხედვით აქ თავდაპირველად ჩამოასახლეს ადამიანები, რომლებიც ოქროს მოსაპოვებლად საშინელ პირობებში  უანგაროდ მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა რომ ლა-რინკონადას მსოფლიოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი აქვს ის სანახაობებით არ გამოირჩევა თუ ცად აწვდილ ანდებზე ხედსა და  ოქროს მოსაპოვებელი მაღაროების შესახებ ლეგენდებსა და ისტორიებს არ ჩავთვლით. აქ ძირითადად ალპებში მიმავალი მოლაშქრეები და მთამსვლელები ჩერდებიან ღამის გასათევად.

 

 

 

  Ad desktop banner Ad mobile banner

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები