LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მყარი წყვილები: ასაკობრივი სხვაობა ხელს არ უშლის სიყვარულს

793
კლინტ ისტვუდი

თანამედროვე წყვილებმა, როცა ქალი ბევრად უფროსია მამაკაცზე, კიდევ ერთხელ დაამსხვრიეს სტერეოტიპები და დაამტკიცეს, რომ „სიყვარული არასდროს აქცევს ყურადღებას“ ასაკს.

ყველაზე მყარი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით:

ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი (13-წლიანი სხვაობა) – მართალია, ჰიუ ჯეკმანმა წარმატებით მოირგო ეკრანული გულთამპყრობელის ამპლუა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში  24 წელია ერთი ქალის ერთგულია. მომავალი მეუღლე ჯეკმანმა ერთ-ერთი სერიალის გადაღებებზე გაიცნო და 13-წლიანი სხვაობის მიუხედავად, მაინც თავდავიწყებით შეუყვარდა. მეუღლეები დარწმუნებული არიან, რომ მყარ ქორწინებას პირველ რიგში გულწრფელობა განაპირობებს, როცა ნებისმიერი პრობლემის გაზიარება შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის.

ტილდა სუინტონი და სანდრო კოპი (17-წლიანი სხვაობა) – სუინტონს არც პარტნიორების ხშირი შეცვლა ხიბლავს, არც პირად ცხოვრებაზე რეპორტიორებთან საუბარი. ახალზელანდიელ მხატვარს სუინტონი „ნარინის“ გადაღებებზე შეხვდა და მართალია, ფანები დარწმუნებული იყვნენ, რომ მსუბუქი ფლირტი მალე დასრულდებოდა, მაგრამ სუინტონი და კოპი რამდენიმე წელია ერთად არიან და არც დაშორებას გეგმავენ, თუმცა არც დაქორწინებას ჩქარობენ.

აარონ ტეილორ-ჯონსონი და სემ ტეილორ ჯონსონი (23-წლიანი სხვაობა) – რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობს და ასაკოვან რეჟისორს შორის გულწრფელი ურთიერთობის არავის სჯეროდა, მით უფრო, რომ სემი უკვე განქორწინებული იყო. თუმცა, აარონი არც ასაკობრივ სხვაობას შეუშინდა, არც მომავალი მეუღლის ორ შვილს. 2012 წელს წყვილმა არა მხოლოდ ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა, არამედ „ტეილორ-ჯონსის“ გვარიც გაინაწილა, თუმცა კომენტარის გაკეთება საკუთარ გადაწყვეტილებაზე არ მოისურვა. ტეილორ-ჯონსებს ორი ქალიშვილი შეეძინათ, აარონი მსახიობის, სემი – რეჟისორის კარიერას აგრძელებს და დარწმუნებულია, რომ უბედნიერესი ქალია მსოფლიოში.

ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონი (24-წლიანი სხვაობა) – საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი 15 წლის იყო, როცა საკუთარი ფრანგულის მასწავლებელი შეუყვარდა, სკოლაში მოწყობილი წვეულების შემდეგ კი, მისი კოცნა გაბედა და სწორედ კოცნა იქცა გადამწყვეტი მათ ურთიერთობაში. მართალია, მაკრონის მშობლებმა ყველა ღონეს მიმართეს წყვილის დასაშორებლად – ემანუელი პარიზშიც კი გაუშვეს სასწავლებლად, მაგრამ 2007 წელს უკვე სრულწლოვანმა მაკრონმა მშობლებს ისევ გული დასწყვიტა და ბრიჯიტზე ოფიციალურად იქორწინა.

პოპულალურები