LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ქართული ავიაკომპანიები ლიდერობენ

collage

ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიებს რეიტინგში Georgian Airways-ი და MyWay Airlines-ი ლიდერობენ. ქართულმა ავიაკომპანიებმა რეისების 100%-ი დროის სიზუსტით განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმსხვილესი, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

აეროპორტი 2018 წლის დეკემბრის საკუთარ მონაცემებს აქვეყნებს და სწორედ აღნიშნული საანგარიშო პერიოდის მიხედვით ლიდერობენ ქართული ავიაკომპანიები.

ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციითვე, დეკემბერში ქართულ ავიაკომპანიებთან ერთად, ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები გახდნენ: Air Arabia, Czech Airlines-ი და Iraqi Airways-ი.

შეგახსენებთ, MyWay Airlines-ი უკრაინის ავიაბაზარს ცოტა ხნის წინ გამოეთიშა. ავიაკომპანიამ უკრაინის, კერძოდ კიევის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება 2018 წლის დეკემბერში შეწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები