LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე რთული იმ ბრძოლაში გამარჯვებაა, როცა სიზარმაცეს ებრძვი“ – მუჰამედ ალის ცნობილი გამონათქვამები

7847
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად

„შეუძლებელია!“ – ეს მხოლოდ უსუსური განცხადებაა, რომლის უკან პატარა ადამიანები იმალებიან. „შეუძლებელია!“ – არა ფაქტი, არამედ სუსტი ადამიანის მოსაზრებაა. „შეუძლებელია!“ – არა განაჩენი, არამედ გამოწვევა, საკუთარი თავის გამოვლენის შანსია“, – თვლიდა მუჰამედ ალი, რომელმაც საკუთარი მაგალითით დაუმტკიცა ყველას, რომ „ნებისმიერი შეუძლებელი ადრე თუ გვიან აუცილებლად შესაძლებელი გახდება“.

fortuna.ge გთავაზობთ მუჰამედ ალის ცნობილ გამონათქვამებს:

  • თუ დაგესიზმრა, რომ დამამარცხე, უმჯობესია გაიღვიძო და სწრაფად მომიხადო ბოდიში!
  • რაც უფრო გუწრფელი ხარ, მით უფრო მეტი ცდილობს შენს მოტყუებას.
  • დუმილი – ოქროა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა არ შეგიძლია ღირსეული პასუხის გაცემა.
  • როცა სწორად მოქმედებ, არავის უნდა შენი დანახვა, თუმცა ყველა გამჩნევს როცა გეშლება.
  • არ ვარ ვალდებული ვიყო ის, რისი დანახვაც თქვენ გინდათ, მე თავისუფალი ვარ და უფლება მაქვს ვიყო ის, რაც მე მინდა.
  • ადამიანები მანამდე არ აფასებენ ერთმანეთს, სანამ საბოლოოდ არ დაკარგავენ.
  • მაშინაც უნდა ხარობდე საკუთარი შვილებით, როცა საშინლად იქცევიან და იმედს გიცრუებენ.
  • სიზმრების რეალობად ქცევის საუკეთესო მეთოდი – გაღვიძებაა.
  • ადამიანმა, რომელმაც 50 წლის ასაკშიც ზუსტად ისეთად დაინახა სამყარო, როგორიც 20 წლისას ეჩვენებოდა, ფუჭად დახარჯა მთელი 30 წელი.
  • როცა ვხუმრობ, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, რადგან სიმართლე ყოველთვის სასაცილო.
  • მიზნის მიღწევაში არა ის მთები გიშლის ხელს, რომელთა გადალახვა გიწევს, არამედ ის კენჭი, რომელიც ფეხსაცმელში ჩაგივარდა.
  • რაც უფრო მეტს ეხმარები სხვას, მით უფრო მეტად ეხმარები საკუთარ თავს.
  • სანამ ადამიანები საკუთარ თავს ერთმანეთის მოკვლის უფლებას აძლევენ, სამყაროში არასდროს იქნება მშვვიდობა.
  • მამალი მხოლოდ მაშინ ყივის, როცა ნათელს ხედავს, დაამწყვდიე ბნელ ფარდულში და არასდროს იყივლებს.. მეც ასე ვარ, მე ნათელი ვნახე და სწორედ ამიტომ ვყივივარ.
  • მუდმივად დაშვებული შეცდომების სინანული – ყველაზე დიდი შეცდომაა.
  • ვისაც არ ჰყოფნის გამბედაობა გარისკოს, ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში.
  • სინამდვილეში კრივი გასართობია, როცა თეთრკანიანები სიამოვნებით უყურებენ, როგორ ამტვრევენ შავები ერთმანეთს თავ-პირს.
  • იუმორი საუკეთესო გამოსავალია დამალო საკუთარი დარდი და ყველას მხიარულად მოაჩვენო თავი.
  • ყველაზე რთული იმ ბრძოლაში გამარჯვებაა, როცა სიზარმაცეს ებრძვი.
  • არცერთი დარტყმა არ უნდა დატოვო უპასუხოდ, მზის დარტყმის გარდა.
  • რთულია იყო მოკრძალებული, როცა ჩემსავით სახელოვანი ხარ.

ცნობილი გამონათქვამები