თევზი რომელიც იცინის, მეგობრული დათუნია და ძალიან უჟმური ზღვის კუ – ველური ბუნების ამსახველი კომედიური ფოტოგრაფიის ფინალისტები გახდნენ.

კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია. ამისთვის ცხოველის სასაცილო კადრის აღბეჭდაა საჭირო.

Comedy Wildlife Photography Awards პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა პოლ ჰიკსმა და ტომ სულამ დააფუძნეს. ისინი საქველმოქმედო ორგანიზაცია Born Free Foundation–თან თანამშრომლობენ და საზოგადოებას ველური ბუნების პრობლემებს აცნობენ.

კონკურსის გამარჯვებულები 22 ოქტომბერს ონლაინ დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან. მანამდე კი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ რამდენიმე ფინალიტს, რომელიც თქვენს დღეს აუცილებლად გაახალისებს.