LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე საშიში ადგილები, რომლის თავზე თვითმფრინავები არ დაფრინავენ

535
main-thumb

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თვითმფრინავისთვის არ არსებობს არანაირი წინაღობა, რომ საჰაერო ლაინერებისთვის სივრცე უსაზღვროა. მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის. მარშრუტის განსაზღვრისას სპეციალისტები ათობით ფაქტორს ითვალისწინებენ.

ჩვენს პლანეტაზე არის ადგილები, რომლის თავზე ფრენა კატეგორიულად აკრძალულია.

ერთ-ერთი ასეთია უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი. ექსპერტების სიტყვებით, სანამ დონეცკისა და ლუგანსკის ირგვლივ სიტუაცია არ გაირკვევ-დალაგდება, სამოქალაქო ავიაციისთვის აქ ფრენა აიკრძალება. გარდა ამისა, 2014 წელს მალაიზიური „ბოინგის“ უკრაინის ცაზე კატასტროფა ჯერ კიდევ გამოუძიებელია.

ამავე მოსაზრებით აკრძალულია სომალის თავზე ფრენა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სახელგანთქმულ სომალელ მეკობრეებს შესაძლოა ქონდეთ ისეთი იარაღი, რომლითაც თვითმფრინავის ჩამოგდებას შეძლებენ.
სიაში შეიყვანეს იემენის საჰაერო სივრცეც. საქმე ისაა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ვერ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს. ამ ქვეყანაში ყველა ყველას ებრძვის და პილოტებსაც ურჩევნიათ შემოუარონ.

 


რეკომენდირებული არ არის ლიბიაზე გადაფრენაც. 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომი ჯერაც არ დამთავრებულა მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მედიაში თითქმის აღარ იწერება. გარდა ამისა, ქვეყანაში მოიძებნება საჰაერო თავდაცვითი საშუალებები, რასაც ლაინერის ჩამოგდება შეუძლია.

კიდევ ერთი აკრძალული ადგილია საკამათო არქიპელაგი სენკაკუ, რომელზეც პრეტენზია სამ ქვეყანას აქვს – ჩინეთს, იაპონიას და ტაივანს. ვითარება დაძაბულია და მიუხედავად იმისა, რომ დისპეტჩერებს უფლება აქვთ არ დაემორჩილონ რომელიმე მხარის მოთხოვნებს, ავიაკომპანიებს ურჩევენ მაინც სხვა მარშრუტი აირჩიონ.

სიაში მოხვდა ჰიმალაიც. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქ ფრენა უსაფრთხო არ არის, მათ შორის რამდენიმე ტერიტორიაზე დავის გამოც, მაგრამ მთავარი მიზეზი ამაში არ იმალება. იქაური მთების სიმაღლე სამოქალაქო ლაინერების ფრენის სიმაღლეს უტოლდება, ამიტომ ნისლში ან ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შემთხვევაში დიდია მათთან შეჯახების ალბათობა.