LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველი, ხამანწკები და უგემრიელესი ღვინო – ფრანგულ მარათონზე რეგისტრაცია დაიწყო

222
race

ფრანგული მარათონის მონაწილეები გზაში რამდენჯერმე ჩერდებიან, რათა რეგიონის უგემრიელესი ღვინო დააგემოვნონ, ყველი და ხამანწკები მიირთვან და ულამაზესი მარშრუტითაც უკეთ დატკბნენ.

Marathon du Medoc ყოველ წელს საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იმართება და მასში მონაწილეობას 8500 მორბენალი იღებს ხოლმე. გარდა სხვა უამრავი უჩვეულობისა, მარათონს კიდევ ერთი უცნაური წესი აქვს – მონაწილეები საღამოს სამოსში უნდა იყვნენ გამოწყობილი.

2019 წლის მარათონის თემა საღამოს კაბებში გამოწყობილი სუპერგმირები არიან და გამარჯვებულებს საჩუქრად ღვინოები გადაეცემათ.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფინიშის ხაზი 6 საათისა და 30 წუთის შემდეგ დაიხურება, რაც დამწყები მორბენალებისთვისაც კი საკმარისი დროა, რომ მარათონით სრული სიამოვნება მიიღონ.

გზად მათ უგემრიელესი დახლები, მუსიკალური გაფორმება და შემდეგ გრანდიოზული დახურვის ცერემონია ელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ მარათონი 7 სექტემბერს გაიმართება და მონაწილეობა 88 ევრო ეღირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები