LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილსა და გიორგი ლაფერაშვილს პროკურატურაში გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი დაადებინეს

152
dddd

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშილისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გიორგი ლაფერაშვილის გამოკითხვა პროკურატურაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. როგორც უდუმაშვილი გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, გაუთქმელობის ხელშეკრულება დაადებინეს, ამის გამო მან ჟურნალისტებს კონკრეტული პასუხები ვერ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ ძირითადად კითხვები „რუსთავი 2“-ის საქმიანობას ეხებოდა. მისი განცხადებით, ეს საქმე პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს.

„გასაგებია ყველაფერი, დავალება მიღებულია, უნდა შეასრულონ. მაგრამ ჩვენც ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, როგორ უნდა ვიომოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ის ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ძალიან მალე დაასრულებენ ამ რეჟიმს ქვეყანაში“.

ბინა შევიძინე, არ უარვყოფ, მაგრამ ეს რა კავშირშია – ზაალ უდუმაშვილის პირველი განცხადება პროკურატურაში დაბარებაზე 

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ზაალ უდუმაშვილის ადვოკატმაც. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროკურატურა გამოძიებას უსაფუძვლოდ ატარებს, მიზანი კი ერთია-გააჩუმონ კრიტიკული მედია.

„მიზანი არის ძალიან მარტივი, ეს მიზანი არის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების გაჩუმება და დადუმება. ვგულისხმობ „მთავარ არხს“ და ტელეკომპანია „ფორმულას“, რომლის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც დღეს გამოიკითხა. ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით კითხვები იყო აუღია თუ არ მას პრემია „რუსთავი 2“-ში მუშაობის პერიოდში. ასევე რა მდგომარეობა იყო კომპანიაში ფინანსური თვალსაზრისით. ამით შემოიფარგლებოდა გამოძიება. ვერ გეტყვით, ვის დაიბარებენ მომავალში ან რა ნაბიჯებს გადადგამენ, გავიგებთ ახლო მომავალში“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსსაც. გიორგი ლაფერაშვილი მის პროკურატურაში დაბარებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას უკავშირებს. ის აღნიშნავს, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის.

“ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება 5 ოქტომბრიდან გავა ეთერში

„პროკურატურას დასჭირდა ტელეკომპანია „ფორმულის” დირექტორის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის გამოკითხვა მაშინ, როდესაც გავედით ეთერში. ბუნებრივია, არ ვეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას… მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობთ ამას, როდესაც ბნელი ოთახი სავსეა შავი კატებით“,- აცხადებს ლაფერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში გუშინ დაიბარეს და გუშინვე გამოკითხეს.

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი”,- განაცხადეს პროკურატურაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები