LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხული ფასდაკლებით – რას გვთავაზობენ ქართული სასტუმროები

1248
hotel-investment-649x325

სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia უკვე მთელი საქართველო შეურთდა. როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ბიზნესსექტორი აქტიურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი მოიზიდოს. ამ კუთხით, ცხადია, აქტიურები არიან ადგილობრივი სასტუმროებიც და მოხმარებელს სხვადასხვა ტიპის აქციებს სთავაზობენ.

როგორც იცით, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე დიდი ხანია ამ კამპანიის ფარგლებში, და არა მხოლოდ, აქტიურად აშუქებს ყველა სიახლეს, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. ამჯერად წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართული სასტუმროს შეთავაზებას ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, რათა მათ ზაფხული სწორედ ჩვენს ქვეყანაში გაატარონ.

კამპანიის Spend Your Summer in Georgia-ს ფარგლებში, 20-იანი ფასდაკლება მიმდინარეობს ბათუმში მდებარე სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაჯავშნოს ნებისმიერი კატეგორიის ოთახი 20-იანი ფასდაკლებით, საუზმით ან საუზმის გარეშე. ფასი მოიცავს დღგ-ს და გაძლევთ შესაძლებლობას ისაგრებლოთ სპა ცენტრის მომსახურებით, ისევე როგორც ღია და დახურული აუზით. შემოთავაზება ძალაშია სექტემბრის ბოლომდე.

„დაისვენეთ სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“ და ისიამოვნეთ ზღვის ულამაზესი ხედით,“ – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს „ლოპოტა სპა რეზორტსაც“. პირველად ისტორიაში, სასტუმრო საკუთარ აუზზე გაგრილებას და გარუჯვას იმ მომხმარებელსაც სთავაზობს, რომელიც ღამით „ლოპოტა სპა რეზორტში“ არ რჩება. მაგალითისთვის, თუ თქვენ კახეთის რომელიმე სოფელში ისვენებთ და გაგრილება გსურთ, შეგიძლიათ მარტივად ეწვიოთ „ლოპოტა სპა რეზორტს“ და მისი ღია საცურაო აუზით ისარგებლოთ. როგორც სასტუმროს მენეჯმენტში აცხადებენ, ამისთვის საჭიროა წინასწარ დარეკოთ და ჩაეწეროთ. გარდა ამისა, როგორც „ლოპოტა სპა რეზორტში“ განმარტავენ, სასტუმრო 4-ივე სეზონზე ანებივრებს მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის, ანუ ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ყოველთვიურად სასტუმროში ფასდაკლების აქციებია. მაგალითისთვის, მიმდინარე კვირაში  3 ღამის ჯავშნის შემთხვევაში, მომხმარებელი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

უნიკალური მდებარეობით გამორჩეული სასტუმრო „ქისი“ კი განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს თბილისში დასვენების მსურველებს. კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში „ქისიმ“ ფასდაკლების აქცია დაიწყო, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია დაჯავშნოს ნომერი „ქისიში“ და მიიღოს სხვადასხვა ტიპის სერვისი მინიმალური 10%-იანი და მეტი ფასდაკლებით. როგორც სასტუმროში აცხადებენ, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას მათთან ჯავშნების გაუქმება არ გამოუწვევია. მიუხედავად ამისა, „ქისის“ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დამსვენებლებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად ეს ფასდაკლების აქცია დაეწყო.

კამპანიას “Spend your summer in Georgia”-ს უერთდება სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურიც“ და ტურისტებს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. ყველა კატეგორიის ნომერზე საუზმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.  სასტუმრო “მარკო პოლოს” საინტერესო შეთავაზება აქვს ოჯახებისთვისაც. “ოჯახური თავგადასავლის” ფარგლებში სუფთა ჰაერზე დასვენების მსურველებს სასტუმროში განსაკუთრებული პირობების მიღება შეუძლიათ.

ფასი მოიცავს სამჯერად კვებას და 50% ფასდაკლებას სამ კატეგორიის ნომერზე. 6 წლამდე ბავშვების დასვენება კი “მარკო პოლოში” უფასოა.

Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მიმდინარეობს

ჯგუფი 22 ივნისს შეიქმნა და ამ 2 დღეში მასში უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული

თუ აქამდე წყალტუბოში არ დაგისვენით, ამის შანსი ახლა გეძლევათ. კამპანია “Spend your summer in Georgia”-ს ფარგლებში სასტუმროს „ლეგენდს წყლატუბო სპა რეზორტი“ ოჯახებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. ოჯახური დასვენება 2 უფროსი +2 ბავშვი სამჯერადი კვებით დღეში 300 ლარი დაგიჯდებათ. მაღალი ხარისხის მომსახურება, უსაფრთხო დაცული ტერიტორია 16 ჰექტარი ბოტანიკური პარკით, ფანტასტიკური ღია აუზი, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი, გამაჯანსაღებელი და გასახდომი პროცედურები დარგის ლიდერი ინგლისური კომპანია „ბითიელის აპარატურით – ამ ყველაფერს ერთად სწორედ „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ მიიღებთ. აღსანიშნავია, რომ „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ დასასვენებელი კურორტია სამივე თაობისთვის.

სიახლეები აქვს კურორტ საირმეში არსებულ სასტუმრო Best Western Sairme Resort-ს, რომელიც კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოშის“ ფარგლებში, როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამსვენებლებს ფასდაკლებას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, ნომერი ორ პერსონაზე ერთი ღამით 220 ლარი ღირს. აღნიშნულ  ფასში შედის: 3-ჯერადი კვება, ღია თერმული აუზი, ექიმის პირველადი კონსულტაცია, საირმის უნიკალური მინერალური წყლები.

დასვენების გარდა, სტუმრებს Best Western Sairme Resort-ში შესაძლებლობა აქვთ გაერთონ კიდეც: კურორტი ყოველ შაბათს ცნობილი მომღერლების საღამოებს აწყობს. სასტუმრო არც ექსტრიმის მოყვარულებს ტოვებს ყურადღების გარეშე – აქ არსებული ზიპლაინი და სასროლეთი ერთგვარი თავგადასავლია დამსვენებლებისთვის.

ცნობისთვის, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ზაფხულის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქართულ სასტუმროში არსებული სიახლეების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები