LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხული თუ გენატრება, აღმოაჩინე აზია – ფრენები გაიაფდა

thailand_tour_travel-1

თუ ზაფხულის სითბო გენატრებათ, გაქვთ შანსი, რომ მზიანი აზია აღმოაჩინოთ, დაკავდეთ იოგათი, ისეირნოთ ბანგკოკის ქუჩებში და დატკბეთ ინდოეთის ოკეანეთი,  – ამ შესაძლებლობას მოგზაურობის მოყვარულებს უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA აძლევს.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდზე წერია, FlyUIA ფასდაკლების აქციას აცხადებს, რომელიც საქართველოდან არსებულ რეისებზეც ვრცელდება.

შესაბამისად, მოგზაურებს შეუძლიათ, ბილეთები ტაილანდის, შრი-ლანკასა და ინდოეთის მიმართულებით შეღავათიან ფასად შეიძინონ. აქციის ფარგლებში, ბილეთი 3 თებერვლამდე უნდა იყიდოთ, ფრენები კი 18 იანვრიდან – 17 თებერვლამდე პერიოდში უნდა დაგეგმოთ.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-დელის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 169 ევროდან იწყება, თბილისი-კოლომბო კი -249 ევროდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები