LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის განმავლობაში აცრები 4 ვაქცინით – „სინოფარმით,“ „სინოვაკით,“ „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ გვექნება: გამყრელიძე

69
ვაქცინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში აცრები 4 ვაქცინით – „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ გვექნება.

მისივე თქმით, ახალი დადგენილების მიხედვით, მასობრივი ვაქცინაციის პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში 7 დღის განმავლობაში იმუშავებენ, რათა ადამიანებს ვაქცინაციაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

„ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მათი რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, გაიყოფა – იქნება ბრიგადები, ვინც აცრის „ასტრაზენეკაზე,“ ვინც აცრის „სინოვაკზე“ და ვინც აცრის „სინოფარმზე“ და „ფაიზერზე.“

ანუ, ამ ზაფხულის განმავლობაში აცრები გვექნება 4 ვაქცინით – „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი.“ აცრებმა უნდა დაასრულოს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში, ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმზე“ რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება: გამყრელიძე

წინა შემოსვლისგან განსხვავებით, ახლა “სინოფარმისა” და “სინოვაკის” თითო ფლაკონში არის აცრის ორი დოზა: გამყრელიძე

“ასტრაზენეკას” დამატებითი დოზები ამ დღეებში შემოვა და ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, აიცრება: გამყრელიძე

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, პრეპარატით 16 წლიდან პირები აიცრებიან: ამირან გამყრელიძე

პოპულალურები