LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში ასე არ უნდა მოვქცეულიყავით: ფილტვების ანთებაზე არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც სწრაფად მოარჩენს – კულუმბეგოვი

248
057362a5-9b3a-45c1-a6fb-1f725c664ac8-675

“ზაფხულის პერიოდში, ასე თავისუფლად რომ არ ვყოფილიყავით, ჩემი აზრით, ეს შედეგები არ გვექნებოდა”, – ამის შესახებ ცნობილმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ”მაესტროს” ეთერში განაცხადა.

”გარკვეული დაღი, დღევანდელ ეპიდსიტუაციას, პოლიტიკურმა პროცესებმაც დაასვა, პოლიტიკური პროცესების მძევალი გახდა ეპიდემია, რადგან აქ ბევრი ნიუანსი იყო. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ სჯობს ვორიენტირდეთ არსებული რეალობის სწორ გააზრებაზე და შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე და წარსულზე, რა როგორ სჯობდა, პანდემიის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ, რადგან ახლა ამის დრო არ არის”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ეპიდემია პოლიტიკური პროცესების მძევალი გახდა. თუმცა, ამაზე საუბარს ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებლობას რაც წარმოადგენს, ეს არის წესების დაცდვა. ჰიგიენა, პირბადე და დისტანცია. რაც შეეხება ტესტებს, ზუსტი პასუხი შესაძლებელია გავიგოთ ერთი კვირის შემდეგ. შესაბამისად, მანამდე ჩატარებული გამოკვლევა შესაძლებელია მცდარი იყოს.

“ეს არის ვირუსული ინფექცია, რაც ნიშნავს, რომ რადგან მას პირველ რიგში სამიზნედ ამოღებული აქვს ფილტვის ქსოვილი, ბუნებრივია ყველა ადამიანში, მათ შორის, უსიმპტომო ადამიანების 50%-ში ფილტვში რაღაც ცვლილებები უფიქსირდებათ. ეს არის სწორედ ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმპტომი აქვს, ანთების განვითარების რისკი დიდია, მაგრამ ვირუსით გამოწვეულ ფილტვის ანთებაზე, კაცობრიობას არ აქვს არცერთი მედიკამენტი, რომელიც მას ძალიან სწრაფად მოარჩენს. ერთადერთი იარაღი არის, ადამიანის იმუნური სისტემა”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში ჯამურად კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. გარდაიცვალა 853 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები