LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში საქართველოს მთის კურორტებს 73 353 ვიზიტორი ეწვია

106

საქართველოს მთის კურორტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე. კერძოდ, 2017 წლის ზაფხულის სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) 73 353 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან, მნიშვნელოვანი ზრდა იყო გუდაურში, კერძოდ აქ ვიზიტორთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2016 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 40 265 ვიზიტორი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები