LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი: უკრაინიდან თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება

51
1

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ აპირებენ და საელჩო აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. მისივე თქმით, ამ მხარდაჭერის დემონსტრირება საჭიროა:

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ამ თემაზე საუბარი მქონდა და დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს.

ისინი მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე არიან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში.

ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება და ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული. მინისტრმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა, რომ ჩვენ საელჩოს ვინარჩუნებთ და არ ვახდენთ მათ ევაკუაციას ამ მეტად მძიმე დროს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის”, – თქვა ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები