LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – უკრაინის შს მინისტრი

91
უსათაურო დიზაინი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების შეჭრის შემდეგ გაზრდილი საფრთხის გამო, „ენერგოატომის“ ბაზაზე კრიზისული შტაბი შეიქმნა. 

სტოლტენბერგი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რუსების კონტროლი ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და საფრთხეს უქმნის უკრაინის მოსახლეობას, მეზობელ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შტაბი მთავრობისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ისინი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, პროცესებში ჩაერთვებიან.

ზაპოროჟიეში ჩავიდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკიც, რათა შეამოწმოს ყველა იმ სამსახურის მუშაობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რადიოქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ კონტროლზე.

მისი თქმით, სანამ სადგური რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იქნება, მიმდებარე ტერიტორიებზე იქნება საფრთხეც.

„შეგახსენებთ, რომ ეს ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში. აქ ნებისმიერი ინციდენტის საფრთხე გაზრდილია“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა და ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

„უკრაინული მხარე კი სხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის უნდა მოემზადოს“, – ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში