LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაქრო ბუთხუზი თავისუფალია – 2 დღე ცხინვალის ციხეში

96
image

გორის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული ზაქრო ბუთხუზი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დღეს გაათავისუფლა. ინფორმაციას  ე.წ  ცხინვალის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაქრო ბუთხუზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნეს, ჯარიმა დააკისრეს და “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს”.

ოკუპანტებმა ზაქრო ბუთხუზი 6 ნოემბერს საკუთარი ვენახიდან გაიტაცეს, რომელიც  ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება.

გატაცების შემდეგ, ბითხუზის ოჯახს არავინ არ დაკავშირებია, თუმცა ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ ის  ოკუპანტებს ცხინვალის იზოლატორში ჰყავდათ დაპატიმრებული.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების  ზაქრო ბუთხუზის დაკავებას ადასტურებდა. სუს-ის ინფორმაციით, ცხინვალთან ამოქმედებული იყო  ცხელი ხაზი და  ასევე ინფორმირებული იყო  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ბაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და მაშინაც საოკუპაციო რეჟიმი საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები