LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის შვილებს ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ – განათლებით დავძლევთ ოკუპაციას: გიორგი კეკელიძე

82
1

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა “ეკვილიბრიუმი” დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია და გახელაძის შვილებს ბიბლიოთეკა მოუწყო.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” დამფუძნებელმა, გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, გოგონები “გურული დღიურების” ფონდის სტიპენდიატები არიან. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ:

“ქვემო ჭალაში ჩავედით – ზაზა გახელაძეს და მის საოცარ ოჯახს გათავისუფლება მივულოცეთ. კიდევ – ანანოს და მარიამს დაპირებული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ეს გოგონები მაისიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან. დღეს გადავწყვიტეთ და მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. განათლებით დავძლევთ ოკუპაციას.” – ამბობს მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე.

 

 

შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ, გასული წლის 11 ივლისს დაკავებული ზაზა გახელაძე მიმდინარე წლის 14 ივლისს ოკუპირებული სამხრეთ ოზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

გახელაძეს საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ “მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

პოპულალურები