LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე მზადაა სოფიო კილაძეს შეხვდეს

95

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მზადაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შეხვდეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს სოფიო კილაძის შეთავაზების საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ის მზადაა შეხვდეს დეპუტატს, თუმცა შეხვედრას მისი უფლებადამცველებიც უნდა დაესწრონ.

შეგახსენებთ,რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განუცხადა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები