LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თავაძეს საკუთარი ციტატა თომას ჯეფერსონის გამონათქვამი ეგონა [ვიდეო]

319
maxresdefault

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს კიდევ ერთ, უვადო მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ. ცოტა ხსნის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კითხვით მიმართა  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ. მან ზაზა თავაძეს პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ ციტატა წაუკითხა და ჰკითხა ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები.

„პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი საციცოხლოდ მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი საკუთარი განსხვავებული შეხედულებებითა და ღირებულებებით თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამოირიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებისა თუ ღირებულების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე, თუმცა იმისთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც პირველ რიგში, მისი არსებობის საშუალებას იძლევა“.

„უდიპლომო“ მოსამართლეების სია გრძელდება - „შემოდგომის მოსამართლის“ მორიგი კანდიდატი

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ისევ განათლების საკითხს ედავებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დაფიქრების შემდეგ განაცხადა: „თომას ჯეფერსონი?“.

„არა, თქვენ ხართ ბატონო ზაზა. მომხსენებელი მოსამართლე იყავით ამ საქმეზე“, – უპასუხა გიორგი მშვენიერაძემ და აღნიშნა, რომ  ციტატის ავტორი თავად ზაზა თავაძეა.ამას დეპუტატებისა და თავად ზაზა თავაძის მხრიდან სიცილი მოჰყვა.

“ვის შევადარე თავი. [იცინის]. ძაან მომეწონა”- თქვა თავაძემ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს რამდენიმე საათია უსმენენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს შეკითხვები უკვე დაუსვეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებმა. დიპლომისა და განათლების საკითხი დღესაც აქტუალური იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები