LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თელია: „ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან…“

398
zazatelia2018

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ალუმინის შემცველი დეოდორანტები , ბოლო კვლევით, სიმსივნეს არ იწვევს.

გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:

„ბოლო პერიოდია, ძალიან პოპულარული გახდა ალუმინის შემცველობის გარეშე დეოდორანტების გამოყენება.

მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?

ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია – გარკვეული წლების წინ პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ რამოდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს

https://www.redjournal.org/…/S0360-3016(11…/abstract

ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.

ასე რომ გამოიყენეთ ალუმინის ქლორიდის (Aluminum Chloride) შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები თუ დეოდორანტები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები