LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წერეთელი უახლესი კვლევის შედეგებზე: ხანგრძლივ კოვიდთან დაკავშირებით მორიგი მტკიცებულებები დაიდო

328
ზაზა

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებულ მორიგ კვლევაზე წერს, რომლის თანახმად, პოსტკოვიდურ გართულებებზე დამატებითი ცნობები გახდა ცნობილი.

„ხანგრძლივ კოვიდთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 16 თებერვალს the British Medical Journal-ში.
კვლევა ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგების რისკების შეფასებას Covid-19-  ით დაავადებულ ადამიანებში. კვლევა ჩაატარა აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა.

მონაწილეთა კოჰორტა მოიცავდა 153 848 ადამიანს, რომლებიც გადარჩნენ SARS-CoV-2 ინფექციის პირველი 30 დღის განმავლობაში, და ორი საკონტროლო ჯგუფს: თანამედროვე ჯგუფი (ნ=5 637 840) SARS-CoV-2 მტკიცებულების გარეშე და ისტორიული საკონტროლო ჯგუფი (ნ=5 859 251), რომელიც წინ უსწრებდა კოვიდ-19-ის პანდემიას.

"თუ 2 კვირის შემდეგ ეს სიმპტომები რჩება ან ინტენსივობა იზრდება, მიმართეთ ექიმს" - რა ვიცით „ომიკრონის“ პოსტკოვიდურ გამოვლინებებზე

ნებისმიერი ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანი შესაძლოა იყოს სუსტად და გარკვეული სიმპტომები დარჩეს, მაგრამ მნიშვნელოვანია სიმპტომების ინტენსივობა იმატებს თუ იკლებს, - აცხადებს ინფექციონისტი.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Covid-19 ჯგუფმა აჩვენა შფოთვითი აშლილობის გაზრდილი რისკი (რისკის თანაფარდობა 1.35 (95% ნდობის ინტერვალი 1.30-დან 1.39-მდე); აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში იყო 11.06 (95% ნდობის ინტერვალი 9.64-დან 12.53-მდე)

დეპრესიული აშლილობა, გაზრდილი რისკის თანაფარდობა 1.39 და აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში 15.12

სტრესი და ადაპტაციის დარღვევები, გაზრდილი რისკის თანაფარდობა 1.38 (1.34-დან 1.43-მდე); აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში – 13.29

ანტიდეპრესანტები გამოყენების გაზრდილი რისკის თანაფარდობა 1.55 (1.50-დან 1.60-მდე); აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში – 21.59 (19.63-დან 23.60-მდე)

ასევე გაიზარდა ოპიოიდების რეცეპტების რისკი (1.76 (1.71-დან 1.81-მდე); 35.90 (33.61-დან 38.25-მდე) 1000 ადამიანზე ერთ წელიწადში), ოპიოიდების მოხმარების დარღვევები – 1.34 (1.21-დან 1.48-მდე);

Covid-19 -ის ჯგუფმა ასევე აჩვენა ინციდენტის ნეიროკოგნიტური დაქვეითების რისკი (1.80 (1.72-დან 1.89-მდე); 10.75 (9.65-დან 11.91-მდე) 1000 ადამიანზე ერთ წელიწადში) და ძილის დარღვევა რისკი 1.41 (1.38-დან 1.45-მდე); აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში 23.85-დან

ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ინციდენტის რისკი მუდმივად მაღალი იყო კოვიდ-19-ის ჯგუფში ჰოსპიტალიზირებულ კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანებში არაჰოსპიტალიზირებულებთან შედარებით.

როგორც მკვლევარები ვარაუდობენ ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ  Covid-19 -ის  მწვავე ფაზას, იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების გაზრდილი რისკის ქვეშ. შესაბამისად ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს კოვიდ-19-ით გადარჩენილთა შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მოგვარება.

ფხაკაძე: პოსტკოვიდი საქართველოში, ამჟამად, ყველაზე რთული სამართავია… ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი „ურტყამს“ ვაგუს ნერვს

საერთო ჯამში ხანგრძლივი Covid-19 ის შესახებ მტკიცებულებების მთელი რიგი მიგვითითებს SARS-CoV-2-ის  შესახებ ბევრ ადამიანის (მათ შორის საქართველოში) შეხედულებების გადახედვის აუცილებლობაზე.

ეს არ არის მხოლოდ რესპირატორული ვირუსი; ეს არის სისტემური ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზიანი და კლინიკური შედეგები თითქმის ყველა ორგანოს სისტემაში, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები და ნეიროკოგნიტური დაქვეითება“. – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.