LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედა ეწერში, ავარიის დროს გარდაცვლილი ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძეა

478
avaria

ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძეა.

მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი. ერთ-ერთი შორენა ნაზღაიძის დეიდაა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი კი, გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულალურები