LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტი სტრესის გარეშე მივიღოთ არასასურველი რეალობა, დროებითია, გაივლის – ქეთი ლობჟანიძე

368
unnamed (1)

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ სტრესის გარეშე მივიღოთ არასასურველი რეალობა.

აქვე, ექიმი საზოგადოებას იმუნიტეტის გაძლიერებისთვის საჭირო რეკომენდაციებს სთავაზობს.

“გაგიზიარებთ იმუნიტეტის ჯანსაღად გაძლიერების ჩემს მეთოდებს:

ხარისხიანი და სრულფასოვანი კვება პროტეინისა და ვიტამინ-მიკროელემენტების წილის მატებით:
–ხორცი (სტეიკი ან ხბო ან ქათამ-ინდაური) კვირაში 3-ჯერ, თევზი, კვერცხი;
–რძის ნაწარმი- ყველი, ნადუღი, ხაჭო, მაწონი, კეფირი;
–სეზონური ხილ-ბოსტნეული, ეს უკანასკნელი ნაკლები თერმული დამუშავებით;
–მშრალი ხილი (ნიგოზი-თხილი-ნუში, ჩირი) როგორც მიკროელემენტების წყარო;
–სრულმარცვლოვანი პური როგორც პროტეინი და უჯრედისი, რომელიც ნაწლავთა პერისტალტიკას უწყობს ხელს.
ნაწლავური მიკრობიოტის ანუ მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა (დისბალანსი) პათოგენური მიკრობების მომრავლება, “ჯანსაღით” გაღარიბება, შედეგად ინფლამაცია ნაწლავური მილის ქვედა ტრაქტში იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და აჩქარებს დაბერების პროცესებს! ჩაიტარეთ ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით მკურნალობის ერთი კურსი. მუდმივად არასასურველია, გაიზარმაცებთ საკუთარს!
— მოიმზადეთ ასეთი ანტი-ოქსიდანტური კოქტეილები- ლაიმი ან ლიმონი, თაფლი და სეზონური ხილი.
— სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონის დაქვეითება, რაც მიიღწევა ზომიერი ფიზიკური აქტივობით, რელაქსაციით (მედიტაცია, კითხვა, მუსიკა…), პოზიტიური განწყობით. დილა-საღამოს პარკში ფუტინგი, იოგა, სტრეჩინგი დღეს განვაახლე და იმედია, აღარ ჩავაგდებ! დესტრესს საკვებითაც შეუწყობთ ხელს- მაგალითად ყველი და 1ჭ კარგი ღვინო, ყავა შოკოლადით ან ბეილისით.
— ჯანსაღი ძილი, 23სთ-ზე დაძინებას თუ მიეჩვევით, დიდ სიკეთეს გაუკეთებთ თავს!
— და ბოლოს, მედიკამენტებით იმუნოსტიმულირება ყოვლადდაუშვებელია, შეიძლება საშიში მხეცი გააღვიძოთ და უარესი დამართოთ თავს! უბრალოდ შეავსეთ კვლევებით დადასტურებული დეფიციტი- რკინის, დე ვიტამინის, კალციუმის. მაგნიუმ-ბე ჯგუფის ვიტამინების და ცინკის შემატებაც სასარგებლოა ზამთრისწინა პერიოდში.
რაც მთავარია- აიცერით სეზონურ გრიპზე და დაიცავით ჰიგიუნურ-ბარიერული ნორმები!

აუცილებლად გავუმკლავდებით ამ პანდემიას ერთმანეთის გაფრთხილებით, მობილიზებითა და კეთილგონიერებით! ზედმეტი სტრესის გარეშე მივიღოთ არასასურველი რეალობა, დროებითია, გაივლის! მთავარია გამოვიზამთროთ!”,- წერს ქეთი ლობჟანიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები