LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის 20 %

73
Untitled design (5)

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ დროისთვის რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%-ს აკონტროლებენ. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ლუქსემბურგის პარლამენტისთვის ვიდეომიმართვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ 24 თებერვლიდან, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული ძალები 3 620 უკრაინულ დასახლებაში შევიდნენ.

“ოკუპანტებისგან დაახლოებით 1 017 დასახლება გავათავისუფლეთ, 2 603 კი კვლავ ოკუპირებულია.

დღეის მდგომარეობით ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ ოკუპანტები, თითქმის 125 000 კვადრატულ კილომეტრს. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ბენილუქსის ყველა ქვეყნის ტერიტორია ერთად (ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი)”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი რვა წლის წინ დაიწყო და 2014 წლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე რუსეთი აკონტროლებდა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 43 000 კვადრატულ კილომეტრს – ყირიმს და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მესამედს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 300 000 კვადრატული კილომეტრი ნაღმებითა და აუფეთქებელი ჭურვებით არის დაფარული.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში