LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ვმუშაობთ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე

454
collage

ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გაუქმება სურს. უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერის გვერდზე აღნიშნავს, რომ ამ ბრძანების ავტორები დაისჯებიან.

„ვმუშაობთ ბატონი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე. ამ ბრძანების ავტორები პასუხს აგებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან,” – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

https://twitter.com/VZelenskyy/status/1132246288853078019

 

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად მიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა

„მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თუ ზელენსკის აქვს ეჭვი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მიზანშეწონილობის შესახებ, მაშინ ზელენსკის შეუძლია, უბრალოდ მისცეს განკარგულება სასაზღვრო სამსახურის უფროსს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აქვს უფლება უკრაინაში ჩავიდეს, რათა შემდეგ სასამართლოში დაიცვას უფლებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები