LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ფონიჭალაში მოსახლეობის ნაწილმა გზის გადაკეტვა სცადა

99
Untitled

ზემო ფონიჭალაში მოსახლეობის ნაწილმა გზის გადაკეტვა სცადა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეზღუდული წნევით მიწოდებაა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 3 დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი გრაფიკით და დაბალი წნევით მიეწოდებათ. ადგილზე კომპანია “თბილისი ენერჯის” წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ შეფერხება ერთ-ერთ უბანზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

კომპანიის განმარტებით, ზემო ფონიჭალის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები