LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონში წამყვან დარგებს ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ, ამ მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს – კახა კუჭავა

178
ipiccy-image

„ზესტაფონში წამყვან დარგებს, ალბათ, ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ზესტაფონში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც კუჭავა ამბობს, ზესტაფონი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქია თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც ის ასრულებს.

„აქ წამყვანი დარგებია მეტალურგია, ელექტროენერგია, სოფლის მეურნეობა, საკვების წარმოება და ა.შ. ამ ბოლო დროს, ალბათ, უნდა დავამატოთ ყავის ინდუსტრიაც; საქართველოში ვერ ვნახავთ ადამიანს, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის მოგზაურობისას ერთხელ მაინც არ გაჩერებულა და არ დაუგემოვნებია ცნობილი, ზესტაფონური რჩეული ხაჭაპური და ყავა“, – განმარტა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ის გამოსავლი იყო, რაც მოსახლეობამ იპოვა. „ეს არის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მისი გამოყენება. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს“, – დასძინა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები