LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზღვა ემოცია იყო”- მოულოდნელი შეხვედრა ავღანეთიდან დაბრუნებულ მამასთან (ვიდეო)

916
BeFunky-collage (6)

ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ქართველმა მამამ შვილებს სკოლაში მიაკითხა. მოულოდნელი შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხათუნა შუკვანი აქვეყნებს.

“დღეს ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა 43-ე სამხედრო ბატალიონი,რომლის რიგებშიც ირიცხება ჩემი მეუღლე ზურა ცერცვაძე.მან გადაწყვიტა პირველ რიგში სწვეოდა 115-ე საჯარო სკოლას სადაც ჩვენი ორი შვილი გიგი და ბექა სწავლობენ.ბავშვებისთვის არ მითქვამს,მამა რომ ჩამოდიოდა.

ბექა სახლში დახვდა მამიკოს ზღვა ემოცია იყო.გიგი და მისი თანაკლასელები ისე იყვნენ ინფორმირებულები თითქოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი უნდა სწვეოდა სკოლას და ბავშვები უკლებლივ ელოდებოდნენ კლასში.ეს იდეა ეკუთვნის კლასის დამრიგებელს ხატია წულაიას.

მადლობა მას და მთელ სკოლას ამ გულთბილი შეხვედრისთვის.მათი შეხვედრა მართლაც ძალზედ ემოციური იყო.

ზურამ პედაგოგებთან და ბავშვებთან საუბრისას აღნიშნა რომ ბედნიერებაა საქართველოში დაბადება და ქართველი გერქვას,ხოლო სამხედრო ფორმას რომ ჩაიცმევ სხვანაირი პასუხისმგებლობა გეკისრება.ვულოცავთ 43-ბატალიონს შინ უდანაკარგოდ და მშვიდობით დაბრუნებას”

 

https://www.facebook.com/xatuna.shukvani/videos/pcb.2836159843095095/2836159459761800/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები