LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზოგიერთ ქვეყანას მკაცრი პროტოკოლი აქვს და კორონავირუსით გარდაცვლილების გადასვენებაზე უფლებას არ იძლევიან” – დავით ზალკალიანი

113
zalkalianidavit

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უცხო ქვეყანაში გარდაცვლილი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე აქტიური მოლპარაკებები მიმდინარეობს. დავით ზალკალიანის განმარტებით, ყველა ქვეყანას თავისი შესაბამისი პროტოკოლი აქვს. მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში ის ძალიან მკაცრია და არ იძლევიან თანხმობას კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების გადმოსვენებაზე. ამ დროისათვის აღნიშნულ საკითხზე ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს და უწყების ხელმძღვანელის ვარაუდით გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან შეთანხმებით განხორციელდება გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენება.

“ამ კუთხით მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ყველა ქვეყანას საკუთარი პროტოკოლი აქვს. ზოგიერთი ქვეყნის წესები ძალიან მკაცრია და კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების გადმოსვენების უფლებას არ იძლევიან. ჩვენ ჩვენი რესურსებით ვეხმარებით გარდაცვლილთა ოჯახებს, რომ ადგილზე მოხდეს მათი დაკრძალვა. ამ ეტაპზე მოლაპარაკების საგანია ერთი მნიშვნელოვანი თემაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვცემს ამის შესაძლებლობას, ჩვენ განვახორციელებთ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენებას”, – განაცხადა მინისტრმა.

პოპულალურები