LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი – ანა დოლიძე

ანა დოლიძე

ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, საჭიროდ არ თვლის უპასუხოს საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელმაც მასთან დაკავშირებით „ფეისბუქ პოსტი“ დაწერა.

„სიმართლე გითხრათ, წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც ოჯახის წევრები და საკუთარი კლანიც კი არ „ულაიქებს“. დროს ნუ მაკარგვინებთ ამ საკითხზე.თუ ვინმე ღირსეული, კომპეტენტური და უფრო წონიანი გამოვა სიამოვნებით გამოვეხმაურები. ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე. ეს დაუშვებელია და მისახედია ის სრული აღრევა, რაც სასამართლო სივრციდან ხდება, როდესაც მოსამართლეები მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ დისკუსიებში. დანარჩენ რეაქციებს მათი ქმედებები ნამდვილად არ იმსახურებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ყოფილმა პრეზიდენტმა საბჭოში კანონდარღვევით წარადგინა, შესაბამისად, მას საბჭოს წევრობისთვის ლეგიტიმაცია არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები