LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნავით გასეირნებას შეძლებთ

2805
75443014-428469314506122-5496716853570961408-o

ზუგდიდი განახლებული ბოტანიკური ბაღის გახსნისთვის ემზადება. ცნობილი ხდება, რომ სხვა ბევრ სიახლესთან ერთად, ვიზიტორებს ბაღში ნავიც დახვდებათ.

სოციალურ ქსელში ზუგდიდის ოფიციალური გვერდი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერს რომ ბოტანიკურ ბაღში ნავით გასეირნება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება და მისი დათვალიერება ტურისტებს უკვე მიმდინარე თვიდან შეეძლებათ. ბაღის გახსნა 14 ნოემბერს იგეგმება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.

უწყების ცნობითვე, ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის შეიქმნება ხელსაყრელი პირობები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას.

პროექტს მუნციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 11 231 524 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები