LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ინფექციურმა აფხაზეთიდან პირველი პაციენტი მიიღო – ქალს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება

649
BeFunky-collage (3)

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან, ვირუსის სიმპტომებით ქალი მოათავსეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

“ლაივპრესის” ცნობით, პაციენტს ფახულანის ე.წ.გამშვებ პუნქტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახვდა.

მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საგანგაშო, გვექნება შემთხვევების მატება: გამყრელიძე

როგორც საავადმყოფოში ამბობენ, ქალი უკვე ბოქსირებულ პალატაშია, აღენიშნება ცხელება და ხველა, თუმცა ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე მკურნალობს 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ინფექცია 25 მარტს დაუდასტურდა.

ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს, ამან მეტწილად გადაგვარჩინა, იტალია კი გარკვეულწილად დაღუპა: ცერცვაძე
ყოველდღე გვიკავშირდებიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს – თენგიზ ცერცვაძე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 91 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომავალ სამ-ოთხ დღეში კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს საავადმყოფოს.

ცერცვაძე: სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში... დანარჩენი იქ ცხოვრობენ"

"განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი. კლინიკური დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები