LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი „სუფთა რეგიონი 2021″-ის გამარჯვებულია

67
ZUGDIDI-e1603460091847

ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“-ის გამარჯვებულები არიან.

“ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცა ქალაქ ფოთში ეზოს მფლობელს ბორის პაპასკუას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურს, ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,DREAMERS” წარმომადგენელს პაატა გოგოხიას, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის აღმასრულებელი მდივანს – სოფიო კონჯარიას, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარეს ილარიონ ფიფიას.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა. კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ ორგანიზებით გამოცხადდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრები, შვედეთის საელჩოს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები