LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში დაჭრილი მამა-შვილის საქმეზე საქმე ქართველი პოლიციელების წინააღმდეგ აღიძრა

55
პატრული

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდთან ახლოს, უაქციზო სიგარეტის გადმოტანისას მამა-შვილი დაჭრეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მამა-შვილს  ცეცხლი აფზახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუხსნეს, თუმცა როგორც „ფორტუნა“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმე  ქართველი პოლიციელების მიმართ აღძრა.

მათივე ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება 333-ე მუხლითაა დაწყებული.

„2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“. – განგვიცხადეს სახემწიფო ისპექტორის სამსახურში. 

დაჭრილი მამა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები