LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებულის 25 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს

92
45e60b8d69b28be0a4afce0be5caba2b
ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის 25 კონტაქტი, მათ შორის 15 არასრულწლოვანი, კარანტინშია გადაყვანილი.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, მამაკაცი 4-დან 7 მაისის ჩათვლით შიდა გადაზიდვებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში ახორციელებდა. აღნიშნულ ქალაქებში კონტაქტების დასადგენად ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ინფიცირებული მძღოლი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. მისი ოჯახის სამი წევრი კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს, სადაც მას PCR კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. „კოვიდ-19“ დაუდგინდა ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები