LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მაშველები ჭიდან მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ

169
ნაშალი მასალა

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ  უბედური შემთხვევა მოხდა – ჭა ჩაიქცა და ნაშალმა მასალამ მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

მაშველები სამ საათზე მეტია შუახნის მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. არსებული ინფორმაციით,  72 წლის მამაკაცი ჭის ამოწმენდას ცდილობდა, რა დროსაც 10 მეტრიან ჭაში მიწა ჩაიშალა და ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ -კრიმინალისტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები