LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუკას თასი“ ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიმართება

77

3 ივნისს კაჭრეთში კომპლექს „ამბასადორის” ოლიმპიურ საცურაო აუზზე გაიმართება ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი მინი წყალბურთში. შეჯიბრი მეთორმეტედ ტარდება და პირველად გასცდა თბილისის ფარგლებს. წყალბურთელის ზუკა სახელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი წყალბურთში ყოველწლიურად იმართება.

შეჯიბრი შერეული სისტემით, მინი წყალბურთის წესებით ტარდება. ტურნირში მონაწილეობენ გუნდები: დინამო, ლოკომოტივი, თბილისის თბილისი,ზუკას მეგობრების გუნდი, ზვიგენები, ეროვნული ნაკრები.

„ზუკას თასში” არა მხოლოდ გამოცდილი და ვეტერანი საპორტსმენები, არამედ ახალგაზრდა დამწყები წყალბურთელებიც მონაწილეობენ. ტურნირი ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა გამარჯვებულს. „ზუკას თასი” ეს არის ტურნირი ყველა თაობის წყალბურათელებისთვის. იქ სადაც ლეგენდარული სპორტსმენები ახალგაზრდებს ხვდებიან და ეჯიბრებიან,  ტურნირი ყველა თაობის წყალბურთელსა და ქომაგს აერთიანებს.

შეჯიბრში გამარჯვებლი გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე ჯილდოვდებიან საუკეთესო ბომბარდირი, მოთამაშე და მეკარე.

„მოხარულები ვართ, რომ „ზუკას თასის“ გენერალური სპონსორები გავხდით. ვითიბი ბანკი სპორტს უმნშვნელოვანეს მხარდაჭერას უწევს, ახლა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს „ზუკას თასიც“ შეუერთდა. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას”, – განაცხადა „ვითიბი ბანკის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამმართველოს ხელძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები