LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „2008-ში ოპოზიციაში ვიყავი და ხმა არ ამომიღია, როცა ჩემი ქვეყანა ომში იყო ჩაბმული, ხელისუფლების მისამართით!..“

625
xachidze228

ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დროს საკუთარი ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელია:

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ 21 -ე საუკუნეში ერთი სახელმწიფო შეიჭრებოდა მეორე სახელმწიფოში საომარი მოქმედებებით!

ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ მსოფლიო ასეთი დაუცველი იქნებოდა საომარი აგრესიისგან!

უკრაინა ჩემთვის ,საქართველოს შემდეგ, მეორე სახელმწიფოა, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად,ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, საკუთარი არჩევანისათვის! რუსეთი ოკუპანტია!!!

ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, თუ სოლიდარობის დროს საქართველო  ორად გაიყოფოდა! იქნებ, ცოტა მოვთოკოთ  ნერვები, იქნებ ახლა მაინც დავდგეთ ერთად და არ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, რომ გრცხვენია შენი სამშობლოს ხელისუფლების ნაცვლად! მტერი სულ რაღაც 45 კილომეტრში დგას და ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომაც კი არ შეგვიძლია, რანაირად მოვიგებთ ომს, როცა თანადგომაც კი არ შეგვიძლია?! ან ამ დროს შეიძლება სადმე დაწერო “გრცხვენია, საქართველოს შვილი რომ ხარ?!”

მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი!

მე ვამაყობ ჩვენი დედებით, დებით, ქალებით და მე მხოლოდ მათ სურათებს დავდებ.

ან რა საჭიროა იმის დაწერა, რომ ქართველი ვაჟკაცები, რომლებიც ბევრი დაეცა ცხინვალში, აფხაზეთში, ანწუხელეძის გრცხვენიათ? ლევან აბაშიძის ქვეყანაში ქართველი კაცების გრცხვენიათ? ცოტა აზრზე მოდით და ნერვები დაიწყნარეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, შეიყვარეთ ერთმანეთი, ახლა მაინც მოეშვით პოლიტიკურ კეკლუცობას, რამე რომ მოხდეს ასე ვერ დავიცავთ სამშობლოს!

თქვენ გგონიათ, სოლიდარობის დროს გაყოფილი საზოგადოება რამეს ან ვინმეს დაიცავს?  (თუ რამე არ მოგწონს, დაელოდე და მერე აკრიტიკე ხელოსუფალი, როცა ომის საფრთხე  გადაივლის).

მეც არ მომწონს ბევრი რამე თქვენი! 2008-ში ოპოზიციაში ვიყავი და ხმა არ ამომიღია, როცა ჩემი ქვეყანა ომში იყო ჩაბმული, ხელისუფლების მისამართით! (რეზირვისტადაც კი ვცადე ჩავწერილიყავი).

მე არ მრცხვენია, რომ ვარ ქართველი და არც ის არ მრცხვენია რასაც ხელისუფლება აკეთებს უკრაინისთვის!!!

საქართველოა ჩემთვის უპირველეს ყოვლისა და მერე სხვა!

საქართველო არის და იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით!!! ?? მშვიდობა უკრაინას და გამარჯვება!“

ნანი ბრეგვაძე: „გაგიჟებული ვარ პირდაპირ, ასე მგონია, რომ კინოში ვარ…“

ვიდეო: თამრიკო ჭოხონელიძე უკრაინელებს უკრაინულად მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები