LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „მინდა, ხათუნამ მაპატიოს, მისთვის გული თუ მიტკენია…“

727
zura-xachidze-newsgtrt

ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას შესახებ თბილად საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ ქიმიოთერაპიის კურსი უკვე გაიარა, – „სამ კვირაში ისრაელში ანალიზებზე მოგვიწევს წასვლა და უფრო ზუსტად გავიგებთ მკურნალობის შედეგებ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, ის არის, რომ დაპატარავებულია ეს წარმონაქმნი, რომლის სახელსაც სპეციალურად არ ვამბობ. მადლობა ღმერთს, ხათუნაც ძალიან მხნედ არის, რაც უფრო გვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში“.

როგორც ზურა ამბობს, ისინი ბერ ნაუმისთან იყვნენ, რომელმაც უთხრა, რომ წარმონაქმნი კაკლის გულისოდენა იყო და მალე დაპატარავდებოდა, მას შემდეგ, რაც ექოსკოპია გადაიღეს, ბერის სიტყვები გამართლდა.

ზურა ხაჩიძის თქმით, სახელმწიფომ მათ დიდი დახმარება აღმოუჩინა – „სახელმწიფოსგანაც დიდი დახმარების ხელი ვიგრძენით. ჯანდაცვის სამინისტრმ და თბილისის მერიამ დიდი დახმარება გაგვიწიეს. მოგეხსენებათ, მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამასთან მარტო გამკლავება ძალიან რთულია“.  ზურა ასევე მადლობას უხდის მთელ საზოგადოებას გვერდში დგომისთვის.

ზურა ჟურნალ „სარკის“ ფურცლებიდან მეუღლეს მიმართავს:

„პირველ რიგში, მინდა, მაპატიოს და შემინდოს, თუ რამე მიწყენინებია მისთვის. პატიებას ვთხოვ, ამ 16 წლის განმავლობაში თუ მასზე ხმა ამიწევია ან გული მიტკენია. დანარჩენი თვითონ იცის, როგორ მიყვარს და რამდენად დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მჭირდება და მინდა, ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები