LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „ნეტა, სიმსივნე ხათუნას კი არა, მე დამმართნოდა“

1216
zura-xachidze-news3435

ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას სიმსივნის დიაგნოზზე საუბრობს და ჰყვება, როგორ ებძრვის ოჯახი ამ მძიმე დაავადებას

ზურა ხაჩიძე:

ზაფხულის პერიოდში ხათუნას ხველა გაუგრძელდა დაახლოებით ერთი თვე. ნინიმ ხელი მოჰკიდა და ექიმთან წაიყვანა.

აქედან დაიწყო ყველაფერი. გვითხრეს, რომ სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი და მასალის დათესვა იყო საჭირო. დიაგნოზის გადასამოწმებლად ისრაელში წავედით და სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რასაც ვარაუდობდნენ. მარჯვენა ფილტვზე სიმსივნური წანაზარდი აღმოჩნდა. ექიმები გვაიმედებენ და უფლის რწმენით მეც მჯერა, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრებით და ყველა განსაცდელი, რომელიც მოდის, იმისკენ არის მიმართული, რომ უფრო გავძლიერდეთ, დავფიქრდეთ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე.

ეს არამარტო ხათუნასი, არამედ მთელი ოჯახის განსაცდელია. ღვთის წყალობით, ამასაც გადავიტანეთ და ის კარგად იქნება“.

მომღერალი აღნიშნავს, რომ როდესცა ხათუნა ჟორდანიაზე დაქორწინდა, წერდნენ, რომ მათი ოჯახი დაიშლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ის ყველას სთხოვს, პირჯვარი გადაიწერონ და უფალს ხათუნა ჟორდანიას კარგად ყოფნა შესთხოვონ.

„ხათუნა ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ის არის ქალი, რომელიც 16 წელია, მიყვარს, 16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია, ვუფრთხილდები. ნეტა, ეს ავადმყოფობა მას არ დამართნოდა და მე დამმართნოდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები