მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება, – ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე მხარის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციაში, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.

ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი და გიორგი მიქელაძე.

ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

მსგავსი თემები