LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მანჯავიძე: „სამშობლოს სიყვარული ის ჰგონიათ, ქუჩაში რომ გამოვარდებიან, რუსეთს და პუტინს აგინებენ…“

55
zuramanjavidze455

ზურა მანჯავიძე ჟურნალ „გზასთან“ იმ კონცერტებზე საუბრობს, რომლებიც ანსამბლმა „ფორტემ“ ზაფხულიდან მოყოლებული, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გამართა. მომღერალი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერაფერმა აიძულა, მშობლიური მიწა მიეტოვებინათ, განსაკუთრებული პატრიოტიზმის გრძნობა ამოძრავებთ.

ზურა მანჯავიძე:

„ხშირად მესმის, რომ „სამშობლოს“, „პატრიოტიზმის“ ცნებამ დაკარგა ხიბლი, ამასაც თავისი მიზეზი აქვს. პატრიოტიზმსა და ურაპატრიოტიზმს შორის ხალხი განსხვავებას ვერ ხედავს. სამშობლოს სიყვარული ის ჰგონიათ, ქუჩაში რომ გამოვარდებიან, რუსეთს და პუტინს აგინებენ. სამშობლოს სიყვარული უფრო ღრმაა – ყოველდღიური საქმიანობაა, ბუნების, ისტორიული ძეგლების მოფრთხილებაა და შენი საქმის კარგად კეთება, თავდადებაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები