LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა სიხარულიძე: “პოსტების და ინტერვიუების წერას, ჯობს, ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები შესთავაზოთ!..”

91
zurasixarulidze201130

ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგი იქნება, თუკი ყველა პარტიის ჯანდაცვის ექსპერტი შეიმუშავებს საკუთარ გეგმას, კორონავირუსთან გამკლავების კუთხით და ხელისუფლებას წარუდგენს, იმის მაგივრად, რომ ამაზე ტელეინტერვიუებში ილაპარაკონ.

“ყველა ოპოზიურ პარტიას ხომ ჰყავს ჯანდაცვის ექსპერტები და ჯანდაცვაში ვისაც მოიაზრებთ, პოსტების წერას და ინტერვიუების მიცემას და კრიტიკას, დასხედით, შეიმუშავეთ გეგმა და შესთავაზეთ მთავრობას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები, რაც გამოიყვანს ამ კრიზისიდან ქვეყანას, თქვენი აზრით. ჯერჯერობით რომ ვინმეს რამე ესეთი გაეკეთებინოს, არ მინახავს! გადადეთ თქვენი პილიტიკური ამბიციები და შესთავაზეთ თქვენი გეგმა და ხედვა, ეს პანდემია არ მთავრდება და იმოქმედეთ. მარტო კრიტიკა არ არის საქმე, იმუშავეთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის!!!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები