LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აბაშიძე – სერგეი გავრილოვისთვის თბილისიდან გამგზავრებისას ბოდიშები არ მომიხდია

123
5464a5a475c5c74834a82dd0ab099ba5-1511516290

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ სერგეი გავრილოვისთვის თბილისიდან გამგზავრების წინ ბოდიში არ მოუხდია.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის გავრლოვს თბილისიდან გამგზავრების წინ აეროპორტში მცირე ხნით შეხვდა და მათი საუბარი რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა.

„ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად გავრილოვს არ შევხვედრივარ. მე იგი ვნახე აეროპორტში, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა, იმ პერიოდში იქ ვიყავი ახლო-მახლო. მივედი მასთან, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება და ძალიან მოკლე საუბარი მქონდა. სულ რამდენიმე ფრაზა იყო გავრილოვთან. ბოდიშები არ მოგვიხდია. მივედი, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება. შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. დეგელაცია მიემგზავრებოდა. მას აცილებდნენ შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები და რამდენიმე წუთის შემდეგ ის თვითმფრინავი გაემგზავრა“, – განაცხადა აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები