LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა

136
1564661760-ზურაბ-ადეიშვილი

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს დაუსწრებლად 1 წელი და 6 თვე პატიმრობა განესაზღვრა. საქმე ეხება ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევას. საქალაქო სასამართლომ დღეს ზურაბ ადეიშვილს აუკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით.

უწყების მიხედვით სასამართლომ ყოფილ გენერალურ პროკურორს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, თუმცა „ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა.

ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს  40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი 2016 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

“2004 წლის იანვარში, საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და მისი მოადგილე პასუხისგებაში მისცეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები