LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „შევიკრიბეთ და დავიშალეთ“ – ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ სახელმწიფო შენობების, სტრუქტურების პარალიზებას, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას

120
BeFunky-collage (3)

„შევიკრიბეთ და დავიშალეთ“ – ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ სახელმწიფო შენობების, სტრუქტურების პარალიზებას, მათ შორის შესვლას შენობებში, მათი მუშაობის პარალიზებას და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, როდის აპირებს აღნიშნული პროცესის დაწყებას, ჯაფარიძე ამბობს, რომ „როგორც კი ადამიანების რაოდენობა იქნება საკმარისი“. მისივე თქმით, ის ადამიანებს პირადად სთხოვს, რომ ამ პროცესში ჩაერთონ.

„საბოლოოდ, გამარჯვების გზა გადის ქუჩაში, მრავალრიცხოვან პროტესტზე. ოღონდ არა „შევიკრიბე-დავიშალეზე“, არამედ ისეთ პროტესტზე, როდესაც ადამიანების რაოდენობა იმდენია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ძალოვანმა სტრუქტურებმა წინააღმდეგობა გაუწიონ. ამ ადამიანებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. გამარჯვება ამაზე გადის. ამ საქმით ვარ დაკავებული. ამაზე გულწრფელად ვესაუბრები ადამიანებს და ვთხოვ, რომ ამ პროცესში ჩაერთონ“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ “პალიტრანიუსთან.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები