LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ს მოსმენის სერტიფიკატი გადასცა (ვიდეო)

169
201910051307241720128434

პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსმენის სერტიფიკატი გადასცა.  როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, საქმე 2018 წლის 20 ოქტომბერს გამართულ კანაფის ფესტივალს ეხება, რასთან დაკავშირებითაც „გირჩის“ 7 წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქმის მასალების გასაცნობად პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს.

“რამდენიმე დღის წინ თითქმის ნახევარი გირჩი იყო დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში, სადაც მათ ხელი მოაწერეს რაღაც დოკუმენტებს და ამის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე მთელი ერთი წლის განმავლობაში გვისმენდნენ კანაფის ფესტივალის შესახებ გამოძიების ფარგლებში.
ჩვენ გვინდა, რომ დავაჯილდოვოთ სუს-ი, იმისთვის, რომ მათ მოისმინეს “გირჩის” ზოგად საგანმანათლებლო კურსი”,- განაცხადა გირჩის ლიდერმა.
სერტიფიკატზე, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ სუს-თან მიიტანა წერია, რომ  “გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მასზედ, რომ მან წარმატებით მოისმინა ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების შესახებ”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები