LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხს მოუწოდებს შეცდომა გამოასწორონ

2214
salomezurabishvilicbs

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს. მისი თქმით, სერიალ „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ახალ სერიაში ე.წ.  სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციად არის წარმოდგენილი, რაც შემაშფოთებელია.

„ეს შეცდომა ანონსში უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-ს და შოუს სცენარისტებს, რომ პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო შესწორებები შეიტანონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამ დროისთვის აღიშნული სერიალის ახალი სერიის ანონსის ნახვა საქართველოდან არ არის შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები